ამანათების აშშ-ში და კანადაში გაგზავნის შეზღუდვები
ყველა საერთაშორისო საფოსტო გზავნილთან ერთად გამგზავნი ავსებს საბაჟო დეკლარაციას CN23 სადაც მიუთითებს შიგთავსის დეტალურ აღწერას, მის ღირებულებას, გამგზავნის და მიმღების მონაცემებს.
არსებობს გაგზავნების შემდეგი სახეობები:
- ამანათი (აშშ) – ამანათის მაქსიმალური გაბარიტები: 120x60x60 სმ-მდე. კურიერის მიერ მიტანისას ამანათის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 65 კგ.-ს. მოცულობის წონა ითვლება ფორმულით: სიგრძე x სიგანე x სიმაღლე, სმ / 5000. მაგალითი: ყუთი ზომით 120x40x60 სმ (120x40x60/5000 = 57,6 კგ) - გაგზავნა დაშვებულია. ყუთი ზომით 120x50x60 სმ (120x50x60/5000 = 72 კგ) - გაგზავნა დაუშვებელია, რადგან მოცულობის წონა აღემატება 65 კგ-ს.
- ამანათი (კანადა) – ამანათის მაქსიმალური გაბარიტები: 120x60x60 სმ-მდე. კურიერის მიერ მიტანისას ამანათის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 30 კგ. მოცულობის წონა ითვლება ფორმულით: სიგრძე x სიგანე x სიმაღლე, სმ / 5000. მაგალითი: ყუთი ზომით 120x30x20 სმ (120x30x20/5000 = 14,4 კგ) - გაგზავნა დაშვებულია. ყუთი ზომით 120x30x60 სმ (120x30x60/5000 = 43,2 კგ) - გაგზავნა დაუშვებელია, რადგან მოცულობის წონა აღემატება 30 კგ-ს.
- დიდი ზომის ამანათი – ნებისმიერი გამზომილება არ უნდა აღემატებოდეს 200 სმ-ს. სიგრძის და ყველაზე დიდი პერიმეტრის (წრის სიგრძის) ჯამი ნებისმიერ მიმართულებაში (სიგრძის გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 300 სმ-ს (აშშ-სთვის მოცულობის წონა არ უნდა აღემატებოდეს 65 კგ-ს).
- აშშ და კანადაში გასაგზავნი ამანათების გაფორმებისას, დადგენილი უნდა იქნეს მისი ფაქტიური და მოცულობის წონა (მოცულობის წონის ერთეულთა რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: (სიგრძე, სმ * სიმაღლე, სმ * სიგანე, სმ)/5000). მიტანის საფასურის გამოთვლა ხდება ფაქტიური და მოცულობის წონის უდიდესი მნიშვნელის მიხედვით.
- აშშ-სთვის CN23 დეკლარაციის გაფორმებისას, აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული მატერიალი, რომლისგანაც დამზადებულია შიგთავსი, მაგალითად: ბავშვის სათამაშო (ხე) – 1 ცალი. 10$; პერანგი (პოლიესტერი) – 2 ცალი - 10$.
- აშშ-ში აკრძალულია აეროზოლების, წავლების, ბიოაქტიურიდამატებების და საკვები პროდუქტების გაგზავნა.
- კანადაში აკრძალულია აეროზოლების გაგზავნა, ასევე საკვები პროდუქტების გაგზავნა, გარდა ფაბრიკულ შეფუთვაში ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე ტკბილეულობებისა, ზოგადი წონით 2 კგ-მდე.
[backend.geolocation:attention]
[backend.geolocation:description]
[frontend.private-info:error]