[frontend.advertising-banner.georgia:text]
[frontend.advertising-banner.georgia:btn-title]

ქვეყნები, სადაც ხორციელდება ამანათების საერთაშორისო მიწოდება

Meest აგზავნის ამანათებს საქართველოდან ფიზიკურ პირებზე ევროპის შემდეგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და უკრაინაში უმოკლეს დროში.

Meest - 1

ალბანეთი

Meest - 1

ავსტრია

Meest - 1

ბელგია

Meest - 1

ბოსნია და ჰერცოგოვინა

Meest - 1

ბულგარეთი

Meest - 1

კანადა

Meest - 1

ხორვატია

Meest - 1

კვიპროსი

Meest - 1

ჩეხეთი

Meest - 1

დანია

Meest - 1

ესტონეთი

Meest - 1

ფინეთი

Meest - 1

საფრანგეთი

Meest - 1

დიდი ბრიტანეთი

Meest - 1

გერმანია

Meest - 1

საბერძმეთი

Meest - 1

უნგრეთი

Meest - 1

ირლანდია

Meest - 1

იტალია

Meest - 1

ლატვია

Meest - 1

ლიტვა

Meest - 1

ლუქსემბურგი

Meest - 1

მალტა

Meest - 1

ჩორნოგორია

Meest - 1

ნიდერლანდები

Meest - 1

ნორვეგია

Meest - 1

პოლონეთი

Meest - 1

პორტუგალია

Meest - 1

რუმინეთი

Meest - 1

სერბია

Meest - 1

სლოვაკეთი

Meest - 1

სლოვენია

Meest - 1

ესპანეთი

Meest - 1

შვედეთი

Meest - 1

შვეიცარია

Meest - 1

უკრაინა

Meest - 1

აშშ

[landings.export:calculator-title]

[landings.export:calculator-subtitle]

[landings.export:georgia]

[landings.export:calculator-popup-title]

[landings.export:georgia]

[validation:required]

[validation:required]

[validation:required]

[landings.export:calculator-max-volume-weight]

123

[landings.export:calculator-approximate-cost]

[landings.export:georgia] ❯ Великобританія

[landings.export:calculator-success-city]:

[landings.export:calculator-region]:

[landings.export:calculator-success-weight]: 5 [landings.export:calculator-success-kg]

[landings.export:calculator-success-size]:

[landings.export:calculator-success-delivery]:

[landings.export:calculator-success-type]:

[loader:loading]...

საერთაშორისო მიწოდების ტარიფები საქართველოდან აშშ-ში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში

ამანათების საერთაშორისო მიტანის ტარიფები

საქართველოდან საერთაშორისო მიწოდების ტარიფები

საქართველოდან საერთაშორისო მიწოდების ტარიფები

ინსტრუქცია

როგორ გავაგზავნოთ ამანათი „კურიერის გამოძახების“ მომსახურეობის გამოყენებით.

„კურიერის გამოძახების“ მომსახურეობის შეკვეთა

შეავსეთ ონლაინ ფორმა „კურიერის გამოძახების“ მომსახურეობის შეკვეთისთვის.

ამანათის აღწერა

შეავსეთ ონლაინ ფორმა (ნიმუშის მიხედვით), ან დაწერეთ ხელით თაბახის ფურცელზე, სადაც მიუთითებული იქნება გაგზავნისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია - მიმღები და გამგზავნი, გზავნილის აღწერა, და ჩადეთ ის ამანათში. ამანათის შიგთავსი უნდა იყოს მოთავსებული ყუთში და მყარად დახურული.

შეკვეთის დადასტურება

განაცხადის მიღებიდან რამოდენიმე წუთის შემდგომ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ თქვენი შეკვეთის დეტალების გადასამოწმებლად.

ამანათის აღება

კურიერი აიღებს ამანათს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და გადაიტანს მას საწყობში მისი შემდგომი დამუშავებისთვის.

„კურიერის გამოძახების“ მომსახურეობის საფასურის გადახდა

მომსახურეობის გადახდა ხდება თქვენი ოპერატორის ინსტრუქციების შესაბამისად.

შეტყობინება ამანათის გაგზავნის შესახებ

ამანათის მიტანის გაფორმების შემდეგ თქვენ მოგივათ შეტყობინება სადაც იქნება მოცემული ამანათის ნომერი და ასევე ბმული საიდანაც უნდა მოახდინოთ ამანათის მიტანის სერვისის საფასურის გადახდა. ამის შემდგომ ამანათი გაიგზავნება მიმღებთან.

გთხოვთ, ნუ გააგზავნით კომერციული ხასიათის ამანათებს (ისინი გამგზავნს უკან დაუბრუნდება).

მაგალითად: ერთნაირი საქონლის წვრილი პარტიები. ასევე, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ გაგზავნისთვის აკრძალულ საქონელთა ჩამონათვალს.

აშშ და კანადაში

აკრძალულია ლითი-იონური, ნიკელ-კადმიური და სხვა მსგავსი ელემენტების/აკკუმულატორების ან/და მათი შემცავი მოწყობილობების გაგზავნა. ელემენტების გარეშე ნებისმიერი მოწყობილობის გაგზავნა ასევე აკრძალულია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მიმღების შესახებ ყველა მონაცემები უნდა იქნეს შევსებული ლათინურად.
მიმღების ტელეფონის ნომერი უნდა იქნეს მითითებული მიმღები ქვეყნის საერთაშორისო ფორმატში (მაგალითად - ესპანეთი: +34931234567, სადაც +34 (ქვეყნის კოდი), 93 (ქალაქის კოდი), 1234567 (ტელეფონის ნომერი).
მნიშვნელოვანია! აკრძალულია მიმღების გრაფაში საქართველოს ოპერატორების ნომრების მითითება.
აუცილებელი მონაცემები: ინდექსი; ქალაქი/დასახლებული პუნქტი; ოლქი/რეგიონი; ქუჩა, სახლი, ბინა; მიმღების ტელეფონის ნომერი და e-mail მისამართი.

გაგზავნების შეზღუდვები GE

გაეცანით ფიზიკური პირებისგან საერთაშორისო გაგზავნების შესრულების შეზღუდვებსა და წესებს.

გაგზავნისთვის აკრძალული საქონელი

გაცნობა

შეფუთვის მოთხოვნები

გაცნობა

შეზღუდვები აშშ და კანადისთვის

გაცნობა

მიღების წესები

გაცნობა

FAQ

საზღვარგარეთ საერთაშორისო გაგზავნების მიმართულებები

Meest ახორციელებს ამანათების საერთაშორისო მიტანას შემდეგ ქვეყნებში:

ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი (მატერიკზე), დანია (მატერიკზე), ესტონეთი, ირლანდია, ესპანეთი (მატერიკზე), იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია (კონტინენტური), რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, აშშ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, საფრანგეთი (კონტინენტური), ხორვატია (კონტინენტური), ჩეხეთი, ჩერნოგორია, შვეიცარია, შვედეთი.

საერთაშორისო საფოსტო გაგზავნების მიღება

განცხადებული ღირებულებით საერთაშორისო საფოსტო გაგზავნებზე უნდა იქნეს შევსებული საბაჟო დეკლარაცია CN23.

 

კომპანია Meest ამანათების საერთაშორისო მიტანის მომსახურეობის ფარგლებში ახდენს ხოლოდ С2С ტიპის გაგზავნებს (ფიზიკური პირისგან ფიზიკური პირისთვის).

 

საერთაშორისო საფოსტო გაგზავნების სერვისის მიერ ნებადართულია პირადი ნივთების, საჩუქრების, ა.შ. გაგზავნა (გაგზავნისთვის აკრძალული ნივთების გარდა).

 

კომერციული ტიპის გაგზავნები აკრძალულია. თუ საბაჟო სამსახური ამანათის შიგთავსს ჩათვლის კომერციული ტიპისას, იგი შეიძლება შეჩერებული იქნეს, დაედოს დამატებითი გადასახადი, დაუბრუნდეს გამგზავნს, ჩამოერთვას, ან სხვა.

 

ყოველ საერთაშორისო გაგზავნაზე გამგზავნი ავსებს საბაჟო დეკლარაციას CN23 სადაც მიუთითებს შიგთავსის დეტალურ აღწერილობას, მის ღირებულებას, გამგზავნის და მიმღების მოანცემებს.

 

საერთაშორისო საფოსტო გაგზავნები მოწმდება მათი შიგთავსის თაობაზე. თანამშრომელი, რომელიც ღებულობს ამანათს, ამოწმებს ემთხვევა თუ არა ამანათის შიგთავსი დოკუმენტში მოცემულ აღწერილობას, რომელიც გამგზავნის მიერ იყო მითითებული დეკლარაციის შევსებისას. გამგზავნის თანდასწრებით ხდება ამანათის შეფუთვა (წებოვანი ლენტით) და აწონვა.

 

იმისთვის,რომ თავიდან ავიცილოთ ყუთში ნივთების მოძრაობა ან მათი დაზიანება ,ყუთში არსებული ნივთები უნდა იყოს მოთავსებული შესაბამისი გზით , ან უნდა იქნეს შევსებული სათანადო მატერიალით (ბურთოვანი პლიონკა, ქაღალდი, ნაჭერი, სხვა). რამოდენიმე ყუთის ერთად შეკვრა აკრძალულია.

 

საერთაშორისო საფოსტო გაგზავნები დაზღვეულია იმ ოდენობის თანხით,რომელიც აღნიშნულია CN23 ფორმა დეკლარაციაში. იმ შემთხვევაში თუ მოხდა ამანათის დაკარგვა, ეს ამანათი ანაზღაურებული იქნება დეკლარაციაშ მოცემული ღირებულების შესაბამისად.

 

საფოსტო კავშირის ოპერატორი არ აგებს პასუხს დაზიანებულ ამანათებზე, რომელიც შეფუთული იქნა გამგზავნის მიერ და რომელიც არ უზრუნველყოფს ამანათის მთლიანობას.

 

საერთაშორისო საფოსტო ამანათი შეიძლება გაიხსნას საჭიროების შემთხვევაში (საბაჟო ორგანოების მიერ). შიგთავსის შეუსაბამლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების გადამეტების შემთხვევაში, მასში აკრძალული საგნების ან კომერციული პარტიის აღმოჩენის შემთხვევაში, და ა.შ., საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ ამანათის გაჩერება, მისი ჩამორთმევა ან/და დამატებითი გადასადების დაკისრება. საბაჟო ორგანოები უკავშირდებიან ამანათის მიმღებს,რათა მან მოახდინოს საბაჟოს მიერ დაკისრებული გადასახადის გადახდა.

 

გამგზავნი არის გადამხდელი საექსპედიტორო მომსახურებისთვის.

 

აშშ და კანადაში ამანათის მიღებისას უნდა დადგინდეს ამანათის ფაქტიური და მოცულობითი წონა (მოცულობის წონის ერთეულთა რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: (სიგრძე, სმ * სიმაღლე, სმ * სიგანე, სმ/5000). მიტანის საფასურის გამოთვლა ხდება ფაქტობრივ და მოცულობით წონებს შორის მეტი მნიშვნელის შესაბამისად.

 

აშშ-ში CN23 დეკლარაციის გაფორმებისას, აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული მატერიალი, რომლისგანაც დამზადებულია შიგთავსი, მაგალითად: ბავშვის სათამაშო (ხე) – 1 ცალი - 10$; პერანდი (პოლიესტერი) – 2 ცალი - 9$;

 

აშშ-ში აკრძალულია აეროზოლების, ელემენტების/აკკუმულატორების და ელემენტების მქონე მოწყობილობების, წამლების, ბიო აქტიური დამატებების და საკვები პროდუქტების გაგზავნა.

 

კანადაში აკრძალულია აეროზოლების, ელემენტების/აკკუმულატორების და ელემენტების მქონე მოწყობილობების, წამლების, ბიო აქტიური დამატებების და საკვები პროდუქტების გაგზავნა, გარდა ფაბრიკულ შეფუთვაში მყოფი ხანგრძლივი შენახვის ვადიანი ტკბილეულობებისა, ზოგადი წონით 2 კგ-მდე.

 

თუ გამგზავნი იხდის გაგზავნის სრულ საფასურს, კურიერის მიერ ამანათის კარებამდე მიტანის ჩათვლით, მიმღები არ იხდის არავითარ დამატებით გადასახადს. კანადაში (ოფისში) ამანათის გაგზავნისას მიმღები ადგილზე აუცილებლად იხდის საბაჟო გადასახადს და საბროკერო მომსახურეობის საფასურს. დამატებითი გადასახადის ოდენობა დადგენილი იქნება მიმღები ქვეყნის მიერ.

 

კომპანია Meest უზრუნველყოფს მხოლოდ არაკომერციული ტიპის ამანათების გაგზავნას ერთი ფიზიკური პირისგან მეორე ფიზიკური ფიზიკური პირისთვის. ევროპაში იურიდიული პირებისთვის ამანათის მიტანა და მიტანის შესახებ შეტყობინების გაგზავნა არ ხორციელდება.

 

ევროპაში მიტანის სერვისის სამსახური უკავშირდება მიმღებს მის ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნის საშუალებით ან მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკვის საშუალებით ან საფოსტო ყუთში წერილის დატოვების საშუალებით. თუ მიმღები არ რეაგირებს შეტყობინებაზე, ან ამანათის მიტანა ვერ მოხერხდა საფოსტო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითების გამო, მიტანის სამსახური აბრუნებს ამანათს Meest-ის საწყობში. ამის შემდეგ ამანათი შეიძლება დაუბრუნდეს გამგზავნს, ასევე შესაძლებელია რეკვიზიტების გადამოწმება და ინფორმაციის ამანათის მიტანის სამსახურისთვის განმეორებით გადაცემა, ან მისი ქარხანაში უტილიზირება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ის ღირებულება რაც მოცემულია დეკლარაციაში არ შეესაბამება შიგთავსის ღირებულებას ,ან აღმოჩენილი იქნება კომერციული პარტია (ერთ ამანათში 5-ზე მეტი ერთნაირი საქონელი, ევროპის ქვეყნებში B2C გზავნილებზე (კომერციაზე) დაირიცხება საბაჟო გადასახადები) ან/და თუ ამანათში აღმოჩნდება გაგზავნისთვის აკრძალული ნივთები, საბაჟოს შეუძლია ჩამოართვას ამანათი, დააბრუნოს ის უკან, დარიცხოს დამატებითი გადასახადი შიგთავსის ღირებულებაზე, ან სხვა. საბაჟო სამსახურს შეუძლია მოითხოვოს გამგზავნისგან ან მიმღებისგან დამატებითი ინფორმაცია ამანათის შიგთავსის და მისი ღირებულების შესახებ. რეკლამაციები, რომლებიც უკავშირდება ამანათის შიგთავსს და რომელიც არ ემთხვევა დეკლარაციაში მოცემულ ამანათის აღწერილობას არ განიხილება.

 

იმ შემთხვევაში თუ ერთი გამგზავნის ან ერთი მიმღების სახელზე გაგზავნილია რამოდენიმე ამანათი, საბაჟო სამსახურს შეუძლიათ ჯამურად შეაფასონ ისინი და იმოქმედონ მათი თვალსაზრისისამებრ.

 

საბაჟო გაფორმების საკითხების მოგვარებისთვის, საბაჟო ინსტანცია ხელმძღვანელობს თავისი დებულებებით და ახდენს მიმღებთან კომუნიკაციას.

გაგზავნისთვის აკრძალული საგნების ჩამონათვალი

სამხედრო აღჭურვილობა, ცეცხლსასროლი იარაღი და მისი საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და თავდაცვისთვის და შეტევისთვის დანიშნული სხვა საგნები (დანები, კასტეტები, სტილეტები, პარალიტური ქმედების სითხიანი ბალონები და სხვა);

საგნები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ერის ნაციონალურ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;

დოკუმენტი იარაღის ტარებაზე, შრომის წიგნაკები, სამხედრო ბილეთები;

აეროზოლები, შეკუმშული გაზი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ტოკსიკური, დამამჟავებელი, აგრესიული ან სხვა საშიში ნივთიერებები (დეზოდორანტები, საბრძოლო მასალები, ფეერვერკები, საწვავი, ბენზინი, გამათეთრებელი, საწმენდი საშუალებები, პარფიუმერია, პესტიციდები, წებო);

გაყალბებული საქონელი ან ნებისმიერი სხვა საქონელი, რომელთა ექსპორტიც ხდება საავტორო უფლებების დარღვევით;

კომერციული პარტიის ნიშნების მქონე საქონელი (ერთი ტიპის საქონელის დიდი რაოდენობა);

სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების პროდუქტები (კონსერვების ჩათვლით);

ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და მათი ანალოგები;

სიგარეტები, სიგარები და სხვა თამბაქოს პროდუქცია, ყველა ტიპის მოწევის მოწყობილობები;

უხამსი და ამორალური ტიპის ნივთები;

სპირტული სასმელები და შემადგენლობაში ალკოჰოლის მქონე სხვა პროდუქტები;

საბანკო ბარათები, ფული, ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მატერიალების ნაკეთობები;

ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები;

წამლები, ვიტამინები და ვიტამინური კომპლექსები, ბიო აქტიური დამატებები;

თესლები და დასარგავი მატერიალები;

სანთებელები, მყარი ადვილად აალებადი ნივთიერებები (ასანთი, სარკმელი, სხვა);

ელემენტები/აკკუმულატორები და მოწყოფილობები, რომლებიც შეიცავენ ელემენტებს (აშშ-ში, კანადაში, სომხეთშო და აზეიბბაჯანში ავიამიტანისთვის);

მაგნიტები;

რადიოაქტიური ნივთიერებები.

საერთაშორისო გაგზავნების დამისამართების წესები

დაბეჭდილ სტიკერზე მოთავსებულია შემდეგი ინფორმაცია: GR000000001UA

 

გამგზავნის მისამართი: მიმღების მისამართი:
Myminosh Manzhola
ქუჩა Kostavast 85
ქალაქი Tbilisi
0108
Georjia
Kord Roman
ქუჩა Renatastrasse 25/12
ქალაქი Munchen
80634
Germany

 

მისამართი, რომელზეც იგზავნება საერთაშორისო საფოსტი გაგზავნა: უნდა იქნეს მოთავსებული მარჯვენა ქვედა მხარეს გრძივი მიმართულებით.

გამგზავნის მისამართი: უნდა იქნეს მოტავსებული მარცხენა ზედა მხარეს საფოსტო გზავნილის წინა მხრიდან.

მისამართი უნდა იყოს სრული და არ უნდა საჭიროებდეს საფოსტო გზავნილის მიტანისას მონაცემთა დაზუსტებას.

მისამართში არ იყოს შემოკლებული დასახელებები ან ნებისმიერი სხვა ნიშნები, რომლებიც არ ეხება მისამართს.

ამანათის შეფუთვის მოთხოვნები

საერთაშორისო საფოსტო გაგზავნების შეფუთვისთვის გამოიყენება გოფროკარტონის ყუთები, რომლებიც თავისი დახასიათებით მიხედვით (სიგანე, სიმძლავრე, სირთულე, სხვა) შეიძლება გამოყენებული იქნეს ტექნიკური დამუშავებისთვის და არა ერთჯერადი გადატანისთვის. განუყოფელი საგნები ფაბრიკულ-საქარხნო შეფუთვაში (ხის, დიქტურ ყუთში და მყარი კარტონის კუთებში), რომლებიც შეესაბამებიან დადგენის ზომებს და უზრუნველყოფენ შიგთავსის შენახვას, არ საჭიროებენ დამატებით შეფუთვას.

 

შიგ ამანათში საგნების მოძრაობის თავიდან აცილების მიზნით ისინი მყარად უნდა იყონ მოთავსებული ან შევსებული სპეციალური მატერიალით (ბუშტები, ქაღალდი, მატერიალები, სხვა) რათა გადაადგილების და ტექნიკური დამუშავებისას არ მოხდეს შიგთავსის დაზიანება.

საქონლის, საგნების, სხვა მატერიალური ღირებულებების შეფუთვის მოთხოვნები, რომლებიც გადაიგზავნება ამანათებით და საჭიროებს სპეციალურ შეფუთვის პირობებეს:

შუშის ან ადვილად მსხვრევადი საგნები (ჭურჭელი, სუვენირები, CD, უნდა იყოს მოთავსებული მყარ ყუთში, შეფუთული შესაბამისი დამცავი მატერიალით, და ასევე გადაჭიმული შესაფუთი მატერიალებით;

სითხეები და საშუალებები, რომლებიც ადვილად გადადიან თხევად მდგომარეობაში უნდა იყონ მოთავსებული ჰერმეტულ ჭურჭელში. ყოველი ჭურჭელი უნდა იქნეს მოთავსებული მყარ ყუთში, რომელიც შეივსება შესაბამისი დამცავი მატერიალით იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება სითხის შესრუტვისთვის ჭურჭელის დაზიანების შემთხვევაში და იმისთვის, რომ ის ადვილად არ გაიხსნას.

ზეთოვანი ნივთიერებები, რომლებიც რთულად გადადიან თხევად მდგომარეობაში, ისეთი როგორიცაა მაზი, თხევადი საპონი, გუდრონი და სხვა, რომელთა გადაგზავნამ ნაკლები უსიამოვნებებები შეიძლება გამოწვიოს, უნდა იქნენ მოთავსებული პირველად გარსში (ყუთი, მყარი ტომარა, პლასტიკური მატერიალი და სხვა), რომელიც შემდეგ მოთავსდება საკმაოდ მყარი მატერისგან დამზადებულ მეორე ყუთში, რათა არ იქნეს დაშვებული მატერიალის შიგთავსის გაჟონვა.

მშრალი საღებავები, ისეთი როგორიც არის ანილინის სინკა და სხვა, დაშვებულია გადაგზავნისთვის მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ მეტალის ყუთებში, რომლებიც შემდგომ მოთავსებული უნდა იყოს მყარ კარტონის ყუთში და შეივსება შემსრუტავი ნივთიერებით, რათა არ იქნეს დაშვებული შიგთავსის გაჟონვა;

საღებავის გარეშე მშრალი ფხვნილები - უნდა იქნეს მოთავსებული მყარ ყუთში ან ტომარაში, რომლებიც შემდეგ მოთავსდება ყუთში, რომელიც დამზადებულია მყარი მატერიალისგან;

ზუსტი საზომი მოწყობილობები - მყარ კონტეინერში შუასადებებით, რომლებიც ხელს შეუშლიან გადაზიდვისას შიგთავსის დაზიანებას. მოწყობილობები შუშის დეტალებით მოთავსდებიან საამანათო ყუთებში სპეციალური დამაგრებებით. ასეთ ამანათებზე იკვრება მითითება „ფრთხილად“;

კინოფილმები, კინოპლიონკები და მაგნიტური პლიონკები - კონტეინერში, რომელიც დამზადებულია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად;

საღებავი ფხვნილები - პოლიეთილენის პლიონკის ტომარებში, კლიონკებში, მყარად შეწებილ ქაღალდში, რაც შემდგომ მოთავსდება დამატებით საამანათო ყუთში;

საღებავი ფხვნილები - პოლიეთილენის პლიონკის ტომარებში, კლიონკებში, მყარად შეწებილ ქაღალდში, რაც შემდგომ მოთავსდება დამატებით საამანათო ყუთში;

ფხვიერი საკვები პროდუქტები, მშრალი ხილი, ნიგოზი და სხვა - პოლიეთილენის პლიონკის ტომარებში, კლიონკებში, მყარად შეწებილ ქაღალდში, რაც შემდგომ მოთავსდება მყარ ძირიან ყუთში.

 

ტანსაცმელის საგნები, ნოხები და სხვა რბილი ნაკეთობები შეიძლება მოთავსდეს რბილ გარსში (ნაჭერში). ასეთი შიგთავსი თავიდან უნდა მოთავსდეს პოლიეთილენურ პლიონკაში ან სხვა წყალგაუმტარ მატერიალში. რბილი გარსი (ტომარა) გაკერილი უნდა იყოს შიდა ნაკერით. ტომარის ზედა ნაწილი გადაიკეცება და მყარად გადაიკვრება შპაგატით, რომელზეც მიკრულია ბირკა, მიმღების მისამართის მითითებით (სამისამართო ბირკა), რომელიც დამზადებულია დიკტისგან ან მყარი კარტონისგან.

 

საფოსტო კავშირის ოპერატორი არ აგებს პასუხს საგნების დაზიანებაზე, რომლებიც მოთავსებული იქნა საერთაშორისო გაგზავნაში, შეფუთვისას მათი საიმედო შენახვისთვის საჭირო მოთხოვნების დაუცველობით.

თანდართული დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები

ყველა ამანათის გაგზავნისას შევსებული უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია CN23. საბაჟო დეკლარაციაში CN23 უნდა მიუთითოთ:

„გამგზავნი (From)“ - დასახელება (გვარი, სახელი) და რეალური გამგზავნის სრული მისამართი (ქუჩა, სახლის ნომერი, ბინის ნომერი, ოლქი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი (სოფელი), ქვეყანა, ტელეფონი);

„მიმღები (To)“ - დასახელება ((მიმღების) ადრესანტის სახელი, გვარი და რეალური მიმღების სრული მისამართი (ქუჩა, სახლის ნომერი, ბინის ნომერი, საფოსტო ინდექსი, დასახლებული პუნქტის დასახელება, ოლქი, დანიშნულების ქვეყანა, ტელეფონის ნომერი); მნიშვნელოვანია! მისამართი, რომელზეც გაიგზავნება საფოსტო გზავნილი (მიმღების მისამართი მითითებული უნდა იქნეს შევსებული დანიშნულების ქვეყნის ენაზე);

„ამანათის შიგთავსის აღწერა“ - ამანათში მოთავსებული ყოველი ნივთის დეტალური აღწერა (მაგალითად: მამაკაცის ბამბის პერანგი, გამოყენებული ტელევიზორი LG, გამოყენებული ტელეფონი Samsung, კოსმეტიკა AVON, აღდგენილი კომპიუტერი Asus, ქაღალდის შპალერი, სამზარეულოს ჭურჭელი, ქალის ჩანთა, სხვა) (ნივთების რაოდენობა (გამოყენებული გაზომვის ერთეული). საბაჟო დეკლარაციის შევსებისას აკრძალულია ამანათში მოთავსებული საგნების განზოგადება (დამატებითი ნაწილები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი (გამოყენებული ტანსაცმელი) კომპლექტები, აქსესუარები, ნიმუშები, პირადი ნივთები, ნივთები სახლის გამოყენებისთვის, კომპიუტერის ნაწილები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა, სხვა);

„წონა“ - მიუთითეთ ამანათის წონა ბრუტტო (კგ) შეფუთვასთან ერთად მისი მიღების მომენტში აწონისას;

„ღირებულება“ - მიუთითეთ ყველა ცალკეული პოზიცია: წონა და ღირებულება, დანიშნულების ქვეყნის ვალუტაში;

„გაგზავნის კატეგორია“ - მიუთითეთ გზავნილის კატეგორია (საჩუქარი, დოკუმენტი, სხვა) ნიშნის დაყენების საშუალებით;

„გამგზავნისთვის“ - ყველა საბაჟო დეკლარაციას უნდა მოაწეროს ხელი პიროვნებას, რომელიც აგზავნის ამ საერთაშორისო საფოსტო ამანათს. გამგზავნის ხელმოწერის არსებობა აუცილებელია. დაუშვებელია სხვა და სხვა გამგზავნისგან ორი ერთნაირი ხელმოწერის არსებობა. გამგზავნის ხელმოწერის გვერდით დაისმის საბაჟო დეკლარაციის თარიღი.

მიტანის და ამანათების გადაცემის წესები

კანადაში და აშშ-ში საერთაშორისო ამანათების მიტანა ხდება კანადის ცენტრალურ ოფისში (ქ. ტორონტო, პროვინცია ონტარიო) ან მიმღების კარებამდე, აშშ-ს ცენტრალურ ოფისში (პორტ-რედინგ, შტატი ნიუ-ჯერსი) ან მიმღების კარებამდე.

 

მიტანის ვადა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ამანათი გადაცემული იქნება დამატებითი შემოწმებისთვის დანიშნულების ქვეყნის საბაჟოში.

 

ამანათი შეიძლება დაუბრინდეს გამგზავნს და ამდაგვარი დაბრუნების საფასური უდრიდეს იქნება გაგზავნის საფასურს:

იმ შემთხვევაში, თუ მიტანა შეუძლებელი იყო გამგზავნის მიერ არასწორი მონაცემების მითითების გამო;

იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნა მოითხოვა ამანათის დაბრუნება მაშინ, როდესაც ის უკვე საზღვარგარეთ იყო;

იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა უარი განაცხადა ამანათის გამბაჟებაზე ან არ მიიღო ამანათი რეგლამენტირებული ტერმინის დროს.

საზღვარგარეთ წარმომადგენლობის ჩამოთვალი, რომლებშიც შესაძლებელია სააგენტო ქსელთან მიტანა

კანადა
"MEEST CORPORATION INC.
"Head Office"
Address: 97, Six Point Rd, Toronto, ON, M8Z 2X3, Canada
Tel.: +1 416-236-2032
Fax: +1 416-236-2110, +1 416-236-3597
Free line: +1 800-361-7-345
Е-mail: [email protected]
Web: ca.meest.com

 

აშშ
"MEEST-AMERICA INC."
Address: 600 Markley Street, Port Reading, New Jersey 07064
Phone: +1 800 288 99 49, +1 732 634 15 17
Email: [email protected]
Web: us.meest.com

ყურადღება მიაქციეთ

[frontend.fulfillment-popup:title]

[frontend.fulfillment-popup:subtitle]

[frontend.fulfillment-popup:btn]