შეფუთვის მოთხოვნები
საერთაშორისო საფოსტო გაგზავნების შეფუთვისთვის გამოიყენება გოფროკარტონის ყუთები, რომლებიც თავისი მონაცემების მიხედვით (სისქე, შეფუთვის სიმტკიცე, სირთულე, სხვა) შეიძლება დაექვემდებაროს ტექნიკურ დამუშავებას და არა ერთ გადატვირთვას. ის განუყოფელი საგნები, რომლებიც მოთავსებულია ფაბრიკულ-საქარხნო შეფუთვაში (ხის, დიქტურ ყუთში და მყარი კარტონის კუთებში) და აკმაყოფილებენ წესით დადგენილ ზომებს და ასევე უზრუნველყოფენ შიგთავსის უსაფრთხოებას, არ საჭიროებენ დამატებით შეფუთვას.
ამანათში არსებული საგნების მოძრაობის თავიდან აცილების მიზნით ისინი მყარად უნდა იყვნენ მოთავსებულნი შეფუთვაში ან შევსებული სპეციალური მატერიალით (ბუშტები, ქაღალდი, მატერიალები, სხვა) რათა გადაადგილების და ტექნიკური დამუშავებისას არ მოხდეს შიგთავსის დაზიანება.
მოთხოვნები საქონლის, საგნების და სხვა მატერიალური ღირებულებების შეფუთვისთვის , რომლებიც იგზავნება ამანათებით და საჭიროებს შეფუთვის სპეციალურ პირობებეს:
- შუშის ან ადვილად მსხვრევადი საგნები (ჭურჭელი, სუვენირები, CD და ა.შ) უნდა იყოს მოთავსებული მყარ ყუთში, ასევე შეფუთული შესაბამისი დამცავი მატერიალით, და გარდა ამისა გადაფუთული სპეციალური შესაფუთი მატერიალებით;
- სითხეები და თხევად მდგომარეობაში მარტივად გადასვლადი ნივთიერებები უნდა იყონ მოთავსებული ჰერმეტულად დალუქულ ჭურჭელში. ყოველი ჭურჭელი უნდა იქნეს მოთავსებული სპეციალურ მყარ ყუთში, რომელიც შეივსება შესაბამისი დამცავი მატერიალის იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება სითხის ათვისებისთვის ჭურჭლის დაზიანების შემთხვევაში და იმისთვის, რომ ის ადვილად არ გაიხსნას;
- ისეთი ზეთოვანი ნივთიერებები როგორიცაა მალამოები, თხევადი საპონი, გუდრონი და სხვა, რომლებიც რთულად გადადიან თხევად მდგომარეობაში, და რომელთა გადაზიდვამ შეიძლება გამოწვიოს, ნაკლები უსიამოვნებებები უნდა იქნენ მოთავსებული პირველად გარსში (ყუთი, მყარი ტომარა, პლასტიკური მატერიალი და სხვა), რომელიც შემდგომ მოთავსდება საკმაოდ მყარი მატერიისგან დამზადებულ მეორე ყუთში, რათა არ მოხდეს ამანათის შიგთავსის გაჟონვა;
- მშრალი საღებავების გადაზიდვა, ისეთი როგორიც არის ანილინის სინკა და სხვა, დაშვებულია მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ მეტალის ყუთებში, რომლებიც შემდგომ მოთავსებული უნდა იყოს მყარ კარტონის ყუთში და შეივსება სპეციალური მატერიალით, რათა არ მოხდეს შიგთავსის გაჟონვა;
- უფერო მშრალი ფხვნილები- უნდა იქნეს მოთავსებული მყარ ყუთში ან ტომარაში, რომლებიც თავის მხრივ შემდგომ მოთავსდება, გამძლე მატერიისგან დამზადებულ ყუთში;
- ზუსტი საზომი მოწყობილობები - უნდა მოთავსდეს მყარ კონტეინერში შუასადებებით, რომლებიც ხელს შეუშლიან გადაზიდვისას შიგთავსის დაზიანებას;
- მოწყობილობები შუშის დეტალებით უნდა იყოს მოთავსებული საამანათო ყუთებში სპეციალური საყრდენით. ასეთ ამანათებზე ეკვრება სპეციალური მითითება „ფრთხილად“;
- კკინოფილმები, კინოპლიონკები და მაგნიტური პლიონკები - უნდა იყოს მოთავსებული კონტეინერში, რომელიც დამზადებულია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად;
- ნაბეჭდი პროდუქცია (ბლანკები,შეფასების დოკუმენტაცია და ა.შ.) ,რომელიც არის 5 კილოგრამამდე წონის- უნდა მოთავსდეს სქელი ქაღალდის ორმაგ გარსში. თუ მასა იწონის 5 კილოგრამზე მეტს , ამანათს ორივე მხარეს (მისამართსა და უკანა) უნდა ჰქონდეს დიქტი ან სქელი მუყაოსგან დამზადებული შუასადებები;
- საღებავი ფხვნილები - უნდა იყოს მოთავსებული პოლიეთილენის პლიონკის, კლიონკის, სქელი წებოვანი ქაღალდის ჩანთებში, რაც შემდგომ მოთავსდება დამატებით საამანათო ყუთში;
- ფხვიერი საკვები პროდუქტები, გამომშრალი ხილი, ნიგოზი და სხვა - უნდა იყოს მოთავსებული პოლიეთილენის პლიონკის ტომარებში, კლიონკებში, მყარ წებოვან ქაღალდში, რაც შემდგომ ილუქება და თავსდება მყარი ფუძის მქონე ყუთში.
ტანსაცმელი, ხალიჩები და სხვა რბილი ნაკეთობები შეიძლება მოთავსდეს რბილ გარსში (ნაჭერში). ასეთი შიგთავსი თავიდან უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის პლიონკაში ან სხვა წყალგაუმტარ მატერიალში. რბილი გარსი (ტომარა) გაკერილი უნდა იყოს შიდა ნაკერით. ჩანთის ზედა ნაწილი გადაიკეცება და მყარად გადაიკვრება ძაფით, რომელზეც მიკრულია ბირკა, სადაც მითითებულია მიმღების მისამართი (სამისამართო ბირკა), რომელიც დამზადებულია დიკტისგან ან მყარი კარტონისგან.
საფოსტო კავშირის ოპერატორი არ აგებს პასუხს იმ საგნების დაზიანებაზე, რომელთა შეფუთვა არ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და რომლებიც მოთავსებული იქნა ამანათის გამგზავნის მიერ საერთაშორისო საფოსტო გაგზავნაში.