გაგზავნისთვის აკრძალული საგნები
იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა გაგზავნაც აკრძალულია საერთაშორისო საფოსტო გზავნილებით:
სამხედრო აღჭურვილობა, ცეცხლსასროლი იარაღი და მისი საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და თავდაცვისთვის და შეტევისთვის დანიშნული სხვა საგნები (დანები, კასტეტები, სტილეტები, პარალიტური ქმედების სითხიანი ბალონები და სხვა)
საგნები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ერის ნაციონალურ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით
დოკუმენტაცია იარაღის ტარებაზე, შრომის წიგნაკები, სამხედრო ბილეთები
აეროზოლები, შეკუმშული გაზი, ფეთქებადი, ადვილად აელვებადი, ტოკსიკური, დამამჟავებელი, აგრესიული ან სხვა საშიში ნივთიერებები (დეზოდორანტები, საბრძოლო მასალები, ფეერვერკები, საწვავი, ბენზინი, გამათეთრებელი, საწმენდი საშუალებები, პარფუმი, პესტიციდები, წებო)
გაყალბებული საქონელი ან ნებისმიერი სხვა საქონელი, რომელთა ექსპორტიც ხდება საავტორო უფლებების დარღვევით
კომერციული პარტიის ნიშნების მქონე საქონელი (ერთი ტიპის საქონელის დიდი რაოდენობა)
სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების პროდუქტები (კონსერვების ჩათვლით)
ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და მათი ანალოგები
სიგარეტები, სიგარები და სხვა თამბაქოს პროდუქცია, ყველა ტიპის მოწევის მოწყობილობები
უხამსი და ამორალური ტიპის ნივთები
სპირტული სასმელები და შემადგენლობაში ალკოჰოლის მქონე სხვა პროდუქტები
საბანკო ბარათები, ფული, ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მატერიალების ნაკეთობები
ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები
წამლები, ვიტამინები და ვიტამინური კომპლექსები, ბიო აქტიური დამატებები
თესლები და დასარგავი მატერიალები
სანთებელები, მყარი ადვილად აელვებადი ნივთიერებები (ასანთი, სარკმელი, სხვა)
ელემენტები/აკკუმულატორები და მოწყოფილობები, რომლებიც შეიცავენ ელემენტებს (აშშ-ში, კანადაში, სომხეთშო და აზეიბბაჯანში ავიამიტანისთვის)
მაგნიტები
რადიოაქტიური ნივთიერებები
ევროპაში ნებადართულია ფაბრიკულ შეფუთვაში ხანგრძლივი შენახვის ვადიანი საკვები პროდუქტების გაგზავნა (ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გარდა), ამავდროულად ერთ საერთაშორისო საფოსტო გზავნილში სხვა და სხვა სახის საკვები პროდუქტების წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს.
კანადაში ნებადართულია კამფეტების, შოკოლადის, ჩაის და ყავის გაგზავნა, მხოლოდ ფაბრიკულ შეფუთვაში, ერთ საერთაშორისო საფოსტო გზავნილში ზოგადი წონით 2 კგ-მდე.
აშშ-ში აკრძალულია ნებისმიერი საკვები პროდუქტების გაგზავნა.
[backend.geolocation:attention]
[backend.geolocation:description]
[frontend.private-info:error]